
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა შეადგინა 179,4 მლნ აშშ დოლარი. 15 მლნ აშშ დოლარით არის შემცირებული გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში, მაგრამ ეს სრულად საკმარისად აღმოჩნდა რომ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ხალხს გამოეყენებინა, - ამის შესახებ ეკონომისტი ოთარ ანგურიძე, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, რეინვესტირების მაღალი მაჩვენებელი იმას ადასტურებს, რომ საქართველოს მიმართ ინვესტორების ნდობა მაღალია, მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ კომპანიები ადგილობრივი ინვესტორების საკუთრებაში გადმოდიან, რაც გრძელვადიანი ფინანსური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია.
"მიმდინარე წლის პირველ კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა შეადგინა 179,4 მლნ აშშ დოლარი. 15 მლნ აშშ დოლარით არის შემცირებული გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში, მაგრამ ეს სრულად საკმარისად აღმოჩნდა რომ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ხალხს გამოეყენებინა. მაგრამ აქ რამდენიმე ნიუანსია, რომელთაგან განსაკუთრებით გამოვყოფ რამდენიმეს:
1. ნათლად ჩანს რომ არსებულ ინვესტორების მხრიდან საქართველოს მიმართ ნდობა მაღალია, რაც აისახება რეინვესტირების მაღალ მაჩვენებელში.
2. მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც არავინ საუბრობს არის ის, რომ კომპანიები გადმოდის ადგილობრივი ინვესტორების საკუთრებაში, რაც გრძელვადიანი ფინანსური სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია;
3. ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობიდან გამომდინარე კომპანიებმა დაიწყეს საგარეო ვალდებულებების გასტუმრება, რაც საგარეო ვალის შემცირებას იწვევს და არანაკლებ მნიშვნელოვანია გრძელვადიანი ფინანსური სტაბილურობისათვის.
ერთი ფრიად საგულისხმო ტენდენცია, რაც განაპირობებს ქვეყნის რეგიონულ ცენტრად ჩამოყალიბებას არის ის, რომ ინვესტიციები იზრდება ენერგეტიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით და ძირითადი ინვესტორები არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები და აშშ." - წერს ოთარ ანგურიძე.
.
0
0