06/03/2024
13:16
ბადაგონი
საფრანგეთში, ღვინის საერთაშორისო კონკურსზე Gilbert & Gaillard International Challenge, "ბადაგონის” ღვინოებმა უმაღლესი ჯილდოები - 2 ორმაგი ოქროს და 1 ოქროს მედალი მოიპოვა:
- საფერავი რეზერვი 2010 - ორმაგი ოქრო
- ხიხვი ქვევრი 2021 - ორმაგი ოქრო
- კახური წარჩინებული წითელი მშრალი 2013 - ოქრო
აღსანიშნავია, რომ “ბადაგონის” ქვევრის ხიხვი ალავერდის მონასტრის XI საუკუნის ისტორიულ მარანში, ქვევრში ღვინის დაყენების 8000-წლიანი ქართული ტრადიციული მეთოდით მზადდება. ეს ისტორიული მარანი 2006 წელს, კომპანია “ბადაგონმა” აღადგინა.
საერთაშორისო კონკურსი 2018 წლიდან ტარდება და მასში მონაწილეობენ ღვინის კომპანიები მთელი მსოფლიოდან.
The Gilbert & Gaillard ჯგუფი მულტიმედია გამომცემლობაა, რომელიც ორიენტირებულია ღვინოზე, ღვინის მწარმოებელ ქვეყნებსა და სავენახე ტერიტორიებზე.
აღსანიშნავია, რომ მეღვინეობა „ბადაგონის“ ღვინოებმა, ახლახანს, გერმანიაში გამართულ ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - MUNDUS VINI THE GRAND INTERNATIONAL WINE AWARD, 6 ოქროს მედალი მოიპოვა.
0
0