
გუშინ გომთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დედა-შვილი დაიღუპა.
ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, მათგან 2 - დედა-შვილი კლინიკაში დაიღუპა.
ტვ “მონიტორინგის” ინფორმაციით, ექვსივე დაშავებული ერთი ოჯახის წევრია. მძიმეა ბაბუისა და შვილიშვილის მდგომარეობა.
დაშავებულები “გორმედში” გადაიყვანეს, თუმცა დედა-შვილის გულის ამუშავება, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმების გამო ვერ შეძლეს. არსებული ინფორმაციით, დაშავებულები სოფელ გომიდან იყვნენ.
,,ჩვენს კლინიკაში შემოიყვანეს დაშავებულები. დედას ლიფტშივე გაუჩერდა გული, თუმცა პირველ ეტაპზე ამუშავება შევძელით, მაგრამ საბოლოოდ პაციენტი მიღებული უმძიმესი დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. რაც შეეხება შვილს, მას თავის ქალის დაზიანებები აღენიშნებოდა, რაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა." - ამბობენ „გორმედში“.
წყარო: ტვ “მონიტორინგი”
0
0