20/02/2023
23:06
მსოფლიო
ორივე 6,4 და 5,8 მაგნიტუდის მიწისძვრა ჰატაიში მკვდარ ზღვაში რღვევის შედეგად მოხდა. ჰატაიში ახალი მიწისძვრის შემდეგ, 11 ბიძგი უკვე დაფიქსირდა.
თურქეთის ვიცე პრეზიდენტის ფუატ ოქტაის ინფორმაციით, ჯერჯერობით ინფორმაცია აქვთ 8 დაშავებულის შესახებ.
პრეზიდენტი ერდოღანი და შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუ მიწისძვრის დროს კაჰამანმარასში პოლიციის შტაბში იმყოფებოდნენ.
როგორც ცნობილი თურქი სეისმოლოგი პროფესორი ნაჩი გორური აცხადებს „ტექტონიკური მსხვრევის გაგრძელება ხდება ჰატაის, ანტაკიისა და ადანის მიმართულებით. ამან შეიძლება გამოიწვიოს უფრო მეტი მიწისძვრა“.
სიფრთხილის მიზნით მიმდინარეობს საავადმყოფოების ევაკუაცია.
ასევე, ჰატაის პროვინციაში, ქალაქ სამანდაგში მიწისძვრის შედეგად ქალი დაიღუპა, ოთხი ადამიანი ნანგრევების ქვეშ იმყოფება, იუწყება ტელეარხი A Haber.
0
0