-share.jpg)
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, უწყება აქტიურად მუშაობს, რათა მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეებისთვის ყველა სამედიცინო სერვისი მაქსიმალურად იყოს ხელმისაწვდომი.
მისივე თქმით, გამოიკვეთა დიალიზთან დაკავშირებული პრობლემები და ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს.
როგორც ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მომდევნო ორი თვის განმავლობაში ჯამში შვიდ ქალაქში დიალიზის სერვისი სრულყოფილად იქნება უზრუნველყოფილი.
„აქტიურად ვმუშაობთ, რათა ყველა რეგიონში თუ ქალაქში ჩვენი მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს ყველა სამედიცინო სერვისი. აქედან გამომდინარე, გამოიკვეთა დიალიზთან დაკავშირებული პრობლემები. თავადაც ვიყავი რუხის კლინიკაში, სადაც ზუგდიდიდან ჩამოსულები იღებდნენ ამ სამედიცინო სერვისს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველა ქალაქში შევაფასეთ არსებული სიტუაცია და პირველ ეტაპზე შევთანხმდით, რომ სამ ყველაზე კრიტიკულ ლოკაციას, სადაც დიალიზის პროგრამა უნდა დავამატოთ, ასევე პროგრამა დაემატება ოთხი კერძო კლინიკაში, რომლებთანაც ჩვენ შეთანხმებას მივაღწიეთ. მომდევნო ორი თვის განმავლობაში ჯამში შვიდ ქალაქში სრულყოფილად იქნება უზრუნველყოფილი დიალიზის სერვისი“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
0
0