14/12/2023
16:25
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რიში სუნაკის განცხადებით, ის არ ეთანხმება გაერთიანებულ სამეფოში ისრაელის ელჩის მიერ გაკეთებულ კომენტარს, რომლის მიხედვითაც, ციპი ჰოტოველმა არ მიიღო ღაზაში ომის დასრულების შემდეგ „ორი სახელმწიფოს“ პრინციპზე დაფუძნებით კონფლიქტის გადაწყვეტის იდეა.
„არ ვეთანხმებით [ციპი ჰოტოველის] აზრს. ჩვენი გრძელვადიანი პოზიცია რჩება ის, რომ „ორი სახელმწიფოს“ პრინციპზე დაფუძნებით კონფლიქტის გადაწყვეტა ამ შემთხვევაში სწორი დასასრული იქნება. ის, რაც ხდება, წარმოუდგენლად შემაშფოთებელია. მუდმივად ვიმეორებ, რომ [ამ კონფლიქტს] ძალიან ბევრი უდანაშაულო ადამიანი შეეწირა,“ - განუცხადა რიში სუნაკმა ჟურნალისტებს ჰოტოველის კომენტარების საპასუხოდ.
„ორი სახელმწიფოს“ პრინციპზე დაფუძნებით კონფლიქტის გადაწყვეტის პერსპექტივის [რომელიც ისრაელთან ერთად დამოუკიდებელი პალესტინის შექმნას ითვალისწინებს] შესახებ დასმულ შეკითხვაზე, ციპი ჰოტოველიმ Sky News-ს განუცხადა, რომ მისი ქვეყნისთვის აღნიშნული იდეა "აბსოლუტურად მიუღებელი იქნება".
„ორი სახელმწიფოს“ პრინციპზე დაფუძნებით კონფლიქტის გადაწყვეტას მხარს უჭერს შეერთებული შტატები და ისრაელის სხვა მოკავშირეები.
0
0