
გიორგი მიქაუტაძე ევროპა ლიგა პლეი ოფში „ლიონისა“ და ბუქარესტის „სტიაუას“ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშეა – ასეთია ანალიტიკური ვებგვერდის Sofascore-ის შეფასება.
ფრანგებმა შეხვედრა 4:0 მოიგეს, გიორგი მიქაუტაძე კი ოთხივე გოლში მონაწილეობდა – 24 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ორ გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.
ანალიტიკურმა ვებგვერდმა Sofascore-მა „ლიონის“ ქართველ თავდამსხმელს იდეალურთან მიახლოებული შეფასება დაუწერა – 9.8 ქულა და და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა, ხოლო ასევე დუბლის ავტორ ერნესტ ნუამას – 9.3 ქულა.
თუმცა, სხვაგვარი იყო Flashscore-ის შეფასება, რომელმაც მიქაუტაძეს 8.5 ქულა დაუწერა, მასზე წინ კი ორი საგოლე გადაცემის შემსრულებელი, რაიან ჩერკი (8.9) დააყენა. ასევე მოიქცა Whoscored-ი, რომელმაც ქართველის თამაში 9.5 ქულით შეაფასა, მაგრამ ერნესტ ნუამას 9.7 ქულა დაუწერა.
„ლიონმა“ ორი მატჩის ჯამში „სტიაუა“ 7:1 (3:1, 4:0) დაამარცხა და ევროპის ლიგის 1/4-ფინალში „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდება. ფრანგები 10 აპრილს ინგლისელებს შინ უმასპინძლებენ, ხოლო 17-ში „ოლდ ტრაფორდზე“ ესტუმრებიან. გიორგი მიქაუტაძეს კი მიმდინერე გათამაშებაში 4 გოლი და 4 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.
0
0