28/04/2023
22:59
პოლიტიკა
„ბევრი პარტია როგორმე ერთად გავერთიანდეთო, ეს გზა არსად მიგვიყვანს, ორცოლიანობა „არ მოსულა“, ორპარტიულობაც „არ მოსულა“, კანონითაა პირდაპირ აკრძალული“, - ამის შესახებ „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა დავით უსუფაშვილმა „პალიტრას“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, პარტიების გაერთიანება არაფერს არ მოიტანს.
უსუფაშვილის განცხადებით, პარტიათა გაერთიანების ნაცვლად „ლელოს“ კარი ღიაა ინდივიდებისთვის.
„მე ვარ „ლელოს“ პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი პარლამენტში, ვმუშაობ 723-ე ოთახში. ჩემი კარი ღიაა ყველა ადამიანისთვის, ვინც მიიჩნევს, რომ „ლელოსთან“ ერთად წარმოუდგენია უფრო დიდ და უფრო მძლავრ პოლიტიკურ პარტიაში ყოფნა. 723-ე ოჯახში ინდივიდებისათვის ყველასთვის კარი ღიაა. 9 მარტის აქციის მონაწილეთა 90% არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ ეკუთვნოდა. საქართველოში საზოგადოებაში არსებობს იმ ტიპის განწყობები, რომელსაც პოლიტიკურმა პარტიებმა კარგად უნდა ავუღოთ ალღო. რა არის ეს განწყობები? პირველი, აღარ უნდათ „ოცნება“, მაგრამ არც „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება უნდათ. მეორე, საქართველოში პოლიტიკური ცხოვრების და სახელმწიფოებრივი ცხოვრების გაგრძელება უნდათ. ძირითადი ნაწილი ამომრჩევლის არის სადღაც სხვაგან. ბევრი პარტია როგორმე ერთად გავერთიანდეთო, ეს გზა არსად მიგვიყვანს, ორცოლიანობა „არ მოსულა“, ორპარტიულობაც „არ მოსულა“, კანონითაა პირდაპირ აკრძალული“, - აცხადებს „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წარმომადგენელი.
0
0