27/12/2022
21:09
მსოფლიო
“ორბანი თავისი განცხადებებით უკრაინის პათოლოგიურ უგულებელყოფას და პოლიტიკური ახლომხედველობას აჩვენებს”. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
აღნიშნული კომენტარი პასუხად მოყვა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებას, რომ რუსეთის უკრაინის წინააღდეგ ომი შეწყდება, თუ აშშ შეწყვეტს უკრაინის იარაღით დახმარებას.
“უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებები აჩენს უკრაინისა და უკრაინული ერის პათოლოგიურ უგულებელყოფას, რომელიც რუსულ აგრესიას ეწინააღმდეგება და ასევე საკუთარ პოლიტიკურ ახლომხედველობას. ვინაიდან უკრაინის ომში წაგება, რისკენაც ორბანი ირიბად მოგვიწოდებს, მიგვიყვანდა უნგრეთისა და უნგრელებისადმი რუსული აგრესიის პირდაპირი საფრთხისკენ”, - წერია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, უნგრეთს ლიდერმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს სურს თუ არა მას მშვიდობა.
“თუ პასუხი დადებითი იქნება, მან უნდა გამოიყენოს მოსკოვთან თავისი ახლო კავშირები, რათა მან უკრაინის წინააღმდეგ აგრესია შეწყვიტოს და ჯარები გაიყვანოს”, - წერია განცხადებაში.
როგორც ცნობილია, დღეს ორბანმა განაცხადა, რომ “ჩვენი პასუხი კითხვაზე ისტორიის კარგ თუ ცუდ მხარეს ვიმყოფებით, იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ისტორიის უნგრეთის მხარეს ვიმყოფებით”. მისივე თქმით, უნგრეთი “მხარს უჭერს და ეხმარება უკრაინას”.
“ჩვენ დაინტერესებულები ვართ სუვერენული უკრაინის გადარჩენაში, და დაინტერესებულები ვართ იმაში, რომ რუსეთი ევროპის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდეს. თუმცა ჩვენ დაინტერესებულები არ ვართ რუსეთთან ყველა ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობის დათმობაში”, - აღნიშნა ორბანმა.
0
0