-share.jpg)
ორბანი თუ გაჩერდება და ამ გზაზე არ იქნება, როგორც ბარიერი, ქვეყანას სტატუსი გარანტირებული აქვს, თუ არა, მაინც დროებითი დაბრკოლება იქნება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, შეიძლება მოხდეს გადავადება და დეკემბერში თუ არა, იანვარში მაინც მივიღებთ კანდიდატის სტატუსს.
„ძალიან სამწუხაროა, რასაც ორბანი აკეთებს. არ არსებობს იმაზე დიდი საჩუქარი პუტინისთვის ახალი წლისთვის, რომ ევროპული ინტეგრაციის გზაზე ახალ ეტაპზე გადასვლა დაბრკოლდეს საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდივისთვის. 26 ქვეყანა თანახმაა, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებები ეტაპი დაიწყოს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ და „ქართული ოცნების“ მეგობარი ორბანი ბლოკავს ამ პროცესს. მართალია, უნგრეთის ინტერესებს იშველიებს, მაგრამ საქმით გამოდის, რომ ეს პუტინის საქმეა. ორბანი თუ გაჩერდება და ამ გზაზე არ იქნება, როგორც ბარიერი, ქვეყანას სტატუსი გარანტირებული აქვს. თუ არა, მაინც დროებითი დაბრკოლება იქნება. შეიძლება მოხდეს გადავადება, რუსულ ძალებს დიდი სიხარილი არ უნდა ჰქონდეთ. დეკემბერში თუ არა იანვარში მაინც მივიღებთ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
0
0