
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას შეხვედრისას, ის შეეცდება დაარწმუნოს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომ დაუშვას გამონაკლისი და უნგრეთი ვაშინგტონის მიერ რუსული ნავთობის წინააღმდეგ ახლად გამოცხადებული სანქციების უარყოფითი შედეგებისგან გაათავისუფლოს.
„თუ გვინდა, რომ რუსეთზე დაწესებული ამერიკული სანქციებიდან გამონაკლისები დაუშვან, ამერიკელებს ეს უცნაური სიტუაცია უნდა გავაგებინოთ. როგორც აშშ-ის ადმინისტრაცია, ასევე მოსკოვი ომის დასრულებას ცდილობენ, თუმცა მშვიდობის დამყარების მთავარი დაბრკოლებები უკრაინა და ევროკავშირია. ტრამპსა და პუტინს შორის ბუდაპეშტში დაგეგმილი შეხვედრა ცოტა ხნის წინ გაუქმდა, რადგან რუსეთის ოფიციალურმა პირებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ ისინი ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტის წინააღმდეგნი იყვნენ.
ვაშინგტონში მინისტრების, ეკონომიკური თანამდებობის პირებისა და უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლების „დიდი“ დელეგაცია გამომყვება, რომლის მიზანიც აშშ-უნგრეთის ურთიერთობების სრული მიმოხილვა იქნება. ბუდაპეშტი იმედოვნებს, რომ აშშ-სთან ეკონომიკური თანამშრომლობის პაკეტს, მათ შორის, უნგრეთში ახალი ამერიკული ინვესტიციების განხორციელებას, სისრულეში მოიყვანს. თუმცა ნებისმიერი შეთანხმება დამოკიდებულია უნგრეთისთვის რუსულ ენერგიაზე წვდომის უზრუნველყოფაზე“, - განაცხადა ორბანმა უნგრეთის სახელმწიფო რადიოსთან ინტერვიუში.
მომავალ კვირას, ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპთან შესახვედრად ვაშინგტონს ეწვევა.
0
0
 
             
             
             
             
             
            