
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტის მახლობლად, პილისვორეოშვარში გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც შიდა პოლიტიკის გარდა, მიმდინარე საგარეო პოლიტიკური დილემები განიხილეს, ერთ-ერთი მთავარი თემა კი ევროკავშირი იყო, განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხშირად ურეკავს მას ტელეფონით და ეკითხება, როდის დატოვებს უნგრეთი ევროკავშირს.
ორბანმა განაცხადა, რომ 2004 წელს ევროკავშირი რომ ისეთი ყოფილიყო, როგორიც დღეს არის, შესაძლოა უნგრეთს განაცხადი არ შეეტანა.
ორბანმა განაცხადა, რომ მან აშშ-ის პრეზიდენტს გაუზიარა, რომ უნგრეთი თავისი პროდუქციის 85%-ს ევროკავშირში ყიდის.
აუდიტორიის ერთ-ერთი წევრის კითხვის საპასუხოდ კი თქვა, რომ ასეთი ხასიათისა და სპეციფიკის იდეა მხოლოდ ხანგრძლივი და ფრთხილად განხილვის შემდეგ იქნებოდა მიღებული. თუ ის გადაწყვეტს, რომ წასვლა ღირს, უბრალოდ ინიციატივის გამოჩენა მოუწევს. თუმცა, პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს მომენტი ჯერ არ დამდგარა.
0
0