25/12/2024
17:19
სოც-ქსელები
ნანუკა ჟორჟოლიანმა "მთავარი არხი" დატოვა. ინფორმაციას ჟურნალისტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ჟორჟოლიანი განმარტავს, რომ მისი არხიდან არ უკავშირდება ტელეკომპანიაში არსებულ დავას მფლობელებს შორის. მისივე ინფორმაციით, მოლაპარაკებებს აწარმოებს "ტვ პირველთან და "ფორმულასთან" და ახალი სეზონიდან ერთ-ერთ არხზე ვიხილავთ.
"მეგობრებო, ვადასტურებ რომ დავტოვე ტელეკომპანია მთავარი. არ ავხსნი როგორ მიყვარს ეს ტელეკომპანია. ჩემი დრო, ენერგია და სიყვარული მაქვს ჩადებული მასში. როგორ მიყვარს იქ მომუშავე გმირები.
ეს ამბავი არ უკავშირდება ტელეკომპანიაში არსებულ დავას მფლობელებს შორის. როგორც იცით, ოქუაშვილმა მე დამასახელა დირექტორობის კანდიდატად, მაგრამ ჩემთვის უცნაური იყო ის, რომ ეს ამბავი ფეისბუქით გავიგე ანუ, ამ თემას ჩემი წამოსვლა არ დაუკავშიროთ. საბედნიეროდ ეს ამბავი მე არ მიკავშირდება. მე ორი წელია არ ვარ არხის თანამშრომელი.
გარედან ვაწოდებდი პროდუქტს არხს. მქონდა სხვა მიზეზები და ახლა არაა მასზე საუბრის დრო. ახლა მთავარია რა ხდება რუსთაველზე მთელი ყურადღება, ენერგია ამ თემაზე უნდა დაიხარჯოს. ახალ სეზონზე გავალთ ან ტვ პირველზე, ან ფორმულაზე. ორივესთან ვაწარმოებ მოლაპარაკებას" - წერს ჟორჟოლიანი.
ასევე ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაციას, რომ "მთავარი არხი" დატოვა ლელა წურწუმიამ, თუმცა მისმა მეუღლემ, პროდიუსერმა კახა მამულაშვილმა განაცხადა, რომ ოფიციალურად არხი არ დაუტოვებიათ
"ოფიციალურად არსად წავსულვართ. გადაცემა ეთერში არ გადის ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, მერე არხს, როგორც იცით, პრობლემები აქვს" - თქვა მამულიჩამ
0
0