
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შექმნა ისეთი გარემო, რომელიც რუსეთს საშუალებას აძლევს, გაზარდოს თავისი გავლენა ქვეყანაში, – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სამხედრო სადაზვერვო სააგენტოს 11 მაისით დათარიღებულ მოხსენებაში, რომელიც გლობალური უსაფრთხოების გარემოს შეფასებას ეხება.
„საქართველოში რუსეთი თითქმის დანამდვილებით ცდილობს საქართველოს თავისი გავლენის სფეროში დაბრუნებას. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შექმნა ისეთი გარემო, რომელიც რუსეთს საშუალებას აძლევს, გაზარდოს თავისი გავლენა ქვეყანაში“, – აღნიშნულია მოხსენებაში.
აშშ-ის სამხედრო სადაზვერვო სააგენტოს მოხსენებაში ასევე საუბარია სომხეთზე და აღნიშნულია, რომ რუსეთ-სომხეთის ურთიერთობები გაუარესდა გასულ წელს, როდესაც სომხეთმა დაიმუქრა „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან“ გასვლით და რუსეთი საინფორმაციო ოპერაციებს იყენებდა სომხური დემოკრატიისა და მისი უფრო პროდასავლური ხელმძღვანელობის რეპუტაციის შელახვისთვის.
0
0
საბურთალოზე მამაკაცი დაჭრეს
28/05/2025