02/12/2024
20:12
მსოფლიო
ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობამ „ტვინის დაბინძურება“ 2024 წლის სიტყვად დაასახელა. ,,Brain Rot“ განისაზღვრება, როგორც „გონებრივი ან ინტელექტუალური მდგომარეობის დაქვეითება, რაც გამოწვეულია ბანალური მასალის, განსაკუთრებით, ინტერნეტის ჭარბი გამოყენებით. ეს ტერმინი ციფრული ცხოვრების შემაშფოთებელ გავლენასთან დაკავშირებით დამკვიდრდა.
ტერმინი, რომელიც, 1854 წელს, პირველად ჰენრი დეივიდ თოროუმ გამოიყენა, პოპულარული გახდა ,,ჯენ ზისა’’ და ,,ჯენ ალფას“ [თაობების] შორის. ის აღნიშნავს ახალი თაობების მიერ მემკვიდრეობით მიღებული სოციალური მედიის ზემოქმედების გაცნობიერებას. Oxford Languages-ის პრეზიდენტის კასპერ გრატვოლის მიხედვით, ეს ტერმინი აღნიშნავს ადამიანებსა და ტექნოლოგიებს შორის ურთიერთობის შესახებ კულტურულ დისკუსიებს.
ოქსფორდის გამომცემლობის წლის სიტყვის დასახელების ტრადიცია 20 წლისაა. გამომცემლობა არჩევს ისეთ სიტყვა-ტერმინებს, რომლებიც ხშირად საზოგადოებრივ ცვლილებებს ასახავს. 2023 წლის სიტყვად Rizz-ი დასახელდა [პეწი, მიმზიდველობა, ეშხი]. 2022 წლის სიტყვა იყო Goblin mode და განმარტებულია, როგორც ქცევის ტიპი, რომელიც ნარიცისიზმით, სიზარმაცით, სოციალური ნორმების უარყოფით ხასიათდება. 2021 წლის სიტყვად ,,vax“ შეირჩა, რაც ვაქცინაციასთან დაკავშირებული ზმნის, არსებითი სახელისა და ზედსართავი სახელის შემოკლებული ვარიანტია. 2024 წლის სხვა სიტყვებს შორისაა - „brat“ - უზნეო (Collins), “manifest” - მანიფესტაცია, მანიფესტი, აშკარა (Cambridge), ,,enshittification”- შემთხვევა, როდესაც ინტერნეტ პროდუქტებისა და სერვისების ხარისხი მცირდება (Macquarie) და ,,kakistocracy“ - კაკისტოკრატია (The Economist).
0
0