21/01/2025
19:18
პოლიტიკა
ოქროს ხანა იწყება ამერიკისთვის, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას დიპლომატმა კოტე ჟღენტმა, წამყვანის კითხვის საპასუხოდ, რომელიც დაინტერესდა თუ როგორი იქნება აშშ-ს მომავალი დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში.
მისი თქმით, ტრამპის პოლიტიკაა, რომ ამერიკელებმა თვითონ უნდა მიხედონ ამერიკას და მან ამის კეთება უკვე დაიწყო მათ შორის იმ გადაწყვეტილებით, რომელიც საემიგრაციო პოლიტიკას ეხება.
„ამერიკის მოსახლეობის იმ ნაწილს, ვინც მას მხარი დაუჭირა, ალბათ ეჭვი არ ეპარება, რომ ის ყველაფერი შესრულდება, რაც დაპირებული იყო და დაპირებების ძირითადი ნაწილი და ისიც რა დოკუმენტებსაც ხელი მოეწერა პირველივე დღეს, ეს ძირითადად დაკავშირებულია მაინც შეერთებული შტატების შიდა პოლიტიკასთან და გარშემო მეზობელ ტერიტორიებთან. ემიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები ეხება არა მხოლოდ მექსიკას, არამედ იქ არის ნიკარაგუა, ვენესუელა, კუბა და ა.შ. სწორედ ამიტომ ხდება, რომ ტრამპის მიდგომებს ძალიან ხშირად უკავშირებენ მონროს ცნობილ დოქტრინას, იმას რომ ამერიკელებმა თვითონ უნდა მიხედონ ამერიკას. ალბათ ეს იქნება პირველი შედეგები და ამისკენ არის მიმართული ტრამპის პოლიტიკა. და სხვათა შორის წინასაარჩევნო დაპირებების ნაწილი მიმართული იყო ამერიკელებისკენ, რომ მათი ცხოვრება გახდება უკეთესი ეკონომიკური თვალსაზრისით და არამხოლოდ ეკონომიკური, აქ საუბარია თავისუფლებაზე, ბიუროკრატიის წნეხისგან გათავისუფლებაზე ამერიკის, ისეთ რეფორმებზე, როგორიც არის განათლების რეფორმა, ჯანდაცვის სისტემის რეფორმა საკმაოდ მნიშვნელოვანი. განსაკუთრებული მიდგომები ენერგეტიკისადმი. პირველი მან თავისი გამოსვლა დაიწყო ემიგრაციის საკითხით და სამხრეთ საზღვრის პრაქტიკულად ჩაკეტვა“, - განაცხადა კოტე ჟღენტმა.
0
0