17/11/2022
00:14
სპორტი
სააგენტო Goal.com-მა 2023 წლისთვის "ოქროს ბურთის" პრეტენდენტთა სია განაახლა, რომლის მიხედვით "ნაპოლისა" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია ხუთი პოზიციით დაწინაურდა და ათეულში შევიდა. მან ამ ათეულში მეათე ადგილი დაიკავა.
რაც შეეხება ათეულს, პირველ სამ ადგილს ლეო მესი, ნეიმარი და კილიან მბაპე იკავებენ.
ხვიჩა კვარაცხელია სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით ასპარეზობს. გამორიცხული არ არის, რომ პრეტენდენტთა სიაში კიდევ უფრო დაწინაურდეს.
"ოქროს ბურთის" ტოპ-ათეული:
1. ლეო მესი (პსჟ)
2. ნეიმარი (პსჟ)
3. კილიან მბაპე (პსჟ)
4. ერლინ ჰოლანი (მანჩესტერ სიტი)
5. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა)
6. ვინისიუსი (რეალი)
7. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი)
8. ჯამალ მუსიალა (ბაიერნი)
9. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)
10. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)
წყარო: sportall.ge
0
0