
გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოქონობის სადღესასწაულო წირვას დაესწრო.
წირვას ესწრებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, თვითმმართველობის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და მრევლი.
ოქონის ტაძარში წირვა - ლოცვა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ აღავლინა.
წირვის შემდეგ სასულიერო პირებმა ქალაქი დალოცეს და აკურთხეს. ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მსვლელობა გაიმართა.
დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიცია უკავშირდება ოქონის ხატს, რომელიც მე-12 საუკუნიდან გორის მფარველად მიიჩნეოდა. ხატი თამარ მეფის მიერ აშენებულ ტაძარში იყო დაბრძანებული. ხატი ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს დაიკარგა და 2001 წელს კრისტის აუქციონზე აღმოაჩინეს. როგორც ერის საგანძური, ოქონის სამკარეთი თბილისის სახელმწიფო მუზეუმში ინახება.
დღესასწაულის აღნიშვნის მივიწყებული ტრადიცია, ატენისა და გორის მიტროპოლიტ მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხევით, 2004 წელს აღდგა.
გორის სახალხო დღესასწაული ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს აღინიშნება.
0
0