
"ოპოზიციისთვის, რა თქმა უნდა, მიუღებელია ნებისმიერი საკადრო გადაადგილება, განსაკუთრებით ისეთი წარმატებული ადამიანების გადაადგილება, რომლებიც უკვე მრავალი წელია ღირსებულად ემსახურებიან ჩვენს სახელმწიფოს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიუღებელია ოპოზიციის ასეთი დამოკიდებულება," - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, ლადო ბოჟაძემ განაცხადა, რითაც უმრავლესობაში სუს-ის ახალი ხელმძღვანელის პოსტზე, ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას გამოეხმაურა.
"თქვენ იცით, რომ გამართულად მუშაობს პარლამენტი, მთავრობა და [საკადრო ცვლილება] ჩვეულებრივი სახელისუფლებო მუშაობის ნაწილია. კადრები მუდმივად საჭიროებენ გადახალისებას, იმისთვის, რომ კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს მართვა," - აღნიშნა ბოჟაძემ.
დღეს, პლენარულ სხდომაზე, სუს-ის უფროსის პოსტზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას უყრიან კენჭს.
0
0