
ოპოზიციის სურვილია 26 მაისიც კი აქციოს განხეთქილების, საზოგადოების დაპირისპირების დღედ. ეს რა თქმა უნდა შედეგის მომტანი არ და ვერ იქნება, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ.
მისი თქმით, რადიკალიზაციის ნებისმიერ გამოვლინებას პასუხი გაეცემა კანონის შესაბამისად.
„26 მაისს როგორ დედაქალაქში, ასევე მთელ საქართველოში ღირსეულად აღინიშნება ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე. რაც შეეხება ოპოზიციის სურვილს 26 მაისიც კი აქციოს გახეთქილების, საზოგადოების დაპირისპირების დღედ, ეს რა თქმა უნდა შედეგის მომტანი არ და ვერ იქნება. თუ ვინმე შეეცდება კონსტიტუციის და კანონის მიღმა იყოს, პასუხი იქნება ადეკვატური. თქვენ იცით, რომ ისინი პირდაპირ საუბრობენ დაპირისპირებაზე, რადიკალიზმზე, გარკვეულ მსხვერპლზეც კი. ესეც კი მოგვასმენინეს და იკადრეს, რომ 26 მაისს თურმე მსხვერპლი უნდა მოჰყვეს. რადიკალიზაციაზე პასუხი იქნება მხოლოდ კანონისმიერი“, - აღნიშნა ბოჟაძემ.
0
0
რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს
23/05/2025