
ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკური სცენარის გათამაშებას ვხედავთ, რათა წინასაარჩევნოდ აქტუალური გახდნენ. დარწმუნებული ვარ, არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელობა არ აქვს ვინმე პოლიტიკოსია, ექიმი თუ მეწარმე, კანონის დარღვევას რეაგირება მოჰყვება.
„ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკური სცენარის გათამაშებას ვხედავთ, რათა მათმა თემამ წამოიწიოს და აქტუალური გახდნენ. განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, რადგან დარწმუნებული ვარ, არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ იმ რიტორიკის მიუხედავად, რაც აქვთ. არ გადაიხდი, მარტივი სამართლებრივი პასუხისმგებლობაა, რაც თითოეული სამართალდარღვევის თვალსაზრისით დადგება. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ხარ, პოლიტიკოსი ხარ, ჟურნალისტი, ექიმი თუ მეწარმე, თუ კანონს არღვევ, რეაგირება იქნება“, – განაცხადა კირცხალიამ.
0
0