
„ქართული ოცნება“ ადგილობრივ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს, რადგან საქმის ხალხი ვართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას თქმით, ოპოზიციას არც პრინციპი და არც თავმოყვარეობა არ აქვს, მათ პატრონები რასაც დაუკვეთავენ, ისე მოიქცევიან.
„არ დაიჯეროთ, რასაც ოპოზიცია ამბობს. მათ არც პრინციპი და არც თავმოყვარეობა არ აქვთ. მათ თავიანთი პატრონები რასაც დაუკვეთავენ, ისე მოიქცევიან. ახალი თუ იგივე ელჩი ეტყვით, რომ პარლამენტში უნდა შევიდნენ და შემოვლენ, ვინც შემორჩნენ, ისინი. თუ ეტყვიან, რომ თვითმმართველობის არჩევნებში უნდა მიიღო მონაწილეობა, ყველა ჩამწკრივდება და არჩევნებში ჩაერთვებიან, რადგან ისინი საკუთარ თავს და ქართველ ხალხს არ წარმოადგენენ. ისინი პატრონების დაქვემდებარებაში არიან.
რომელიმე რეგიონში გავიდნენ და შეხვედრა ჰქონდათ? ერთი დოი იყო სადღაც გასული და გზაში დაიკარგა. ერთი ეს კაცი ოპოზიციის სახელით წავიდა და შემდეგ გაქრა, არსად ჩანს – წალენჯიხაში მოვიკითხე და იქ არ ჩასულა, არანაირი დადგმა არ ჩაუტარებია. სად წავიდა, არ ვიცი. ეტყობა, გაიაზრა, რა და როგორ იყო და სახლში მშვიდად არის.
რაც შეეხება ოპოზიციას, მოლოდინი მაქვს, რომ როგორც ბიუჯეტიდან აიღეს ფული, ზუსტად ასე, ადგილობრივ არჩევნებშიც გაერთიანებულად თუ ცალ-ცალკე პლატფორმებს შექმნიან, „მადამ ფრანცუჟესკას“ რაღაცას ეტყვიან და ეგ არის. „ქართული ოცნება“ ადგილობრივ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს, რადგან საქმის ხალხი ვართ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
0
0