
"ოპოზიციას ახლა კრიტიკულად აკლია თანხები" - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც რუსმა პრანკერებმა დაურეკეს. ავტორები აცხადებენ, რომ პრანკერებმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და ყოფილ ომბუდსმენს, უჩა ნანუაშვილს, პეტრო პოროშენკოსა და გარი კასპაროვის სახელით დაურეკეს - ესაუბრნენ საქართველოში მიმდინარე პროტესტსა და იმაზე, თუ რა სახის დახმარება სჭირდება ოპოზიციას.
"ძირითადად, ეს თანხები მოდიოდა USAID-ისგან ან ევროპული ფონდებიდან. ევროპელები კი საკმაოდ ნელა მოქმედებდნენ. მათ თქვეს, რომ გადმორიცხავდნენ ფულს სამთავრობო პროგრამებიდან, რომლებიც სანქციების გამო შეჩერდა, და გადაანაწილებდნენ სამოქალაქო საზოგადოებაზე, მაგრამ ეს ჯერ არ მომხდარა. ამიტომ, ეს კრიტიკული მომენტია", - აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
0
0