ოპოზიციური პარტიების უდიდეს ნაწილს არ აქვს იმის რესურსი, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერი დაძლიოს. მათ, ვინც წკიპზე არიან და შეუძლიათ, ბარიერი გადალახონ, როდესაც რეიტინგები გაიზომება, მოუწევთ გამსხვილება, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მოვლენები ახლა იმდენად შეიცვალა, რომ ეჭვი ეპარება, ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ არჩევნებში 5%-იანი ბარიერი გადალახოს.
„არჩევნებზე ბევრი პარტია არ უნდა გავიდეს, რომლებსაც 5%-ის დაძლევის შანსი აქვთ, მაგრამ ეს შანსი შეიძლება 4.9%, ან თუნდაც 5.1% იყოს.
მე მგონია, გვარამია-მელიას პარტია და „ლელო“ შეიძლება მიხვდნენ, რომ მომავალ არჩევნებში ოპოზიციურ ფლანგზე გახარიასა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად სამ სუბიექტზე მეტი არ უნდა იყოს.
ადრე ვამბობდი, რომ ორი პარტია გარანტირებულად გადადის, ერთია გახარიას პარტია და მეორე - „ნაციონალური მოძრაობა“. მოვლენები ისე იცვლება, რომ ძალიან დიდი ეჭვი მეპარება, ახლა გახარიას პარტიამ 5%-იანი ბარიერი გადალახოს, მას ამის არანაირი გარანტია აქვს“, - აღნიშნა გოცირიძემ.
0
0