17/08/2023
13:23
პოლიტიკა
„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი ოპოზიციას მიმართავს.
როგორც ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, ქართველ ამომრჩეველს ოპოზიცია არ მოსწონს და სწორედ ამის გამო ირგებს არჩევნებს „ქართული ოცნება“.
„ოპოზიციური პარტიები ეგებ ახლა მაინც მიხვდეთ, რომ ქართველებს თქვენ არ ევასებით და ამიტომ იმარჯვებს „ოცნება“ ან რა დასავასებლები ხართ, რას ჰგავხართ. სამეგრელოში კარდაკარ რომ დავდიოდი, სახლიდან რომ გამომხედავდნენ, მერე გამოსვლას აყოვნებდნენ.
თავიდან ვიფიქრე, არ უნდათ ჩემი ნახვა და არ გამოდიან მეთქი. მეც ხომ იცით - თუ ჩემი ნახვა არ გინდათ, ღმერთმა არ მოგცეთ ამის შანსი - მენტალიტეტი მაქვს და ვგაზავდი შემდეგი სახლისკენ, სანამ ძირძველმა მეგრელმა მაკო ჯაბუამ არ მკითხა, რას აკეთებო.
თურმე წესრიგდებიან და ისე გამოდიან უცხოს სანახავად. ხო და აი სანამ თქვენც არ მოწესრიგდებით და მოწესრიგებული არ დაენახვებით ამომრჩეველს, მანამდე სტატუს კვოში ვისხდებით. ჩვენ ვწესრიგდებით ზუსტად ისე, როგორც ჩვენს ამომრჩეველს გაუხარდება“, - აცხადებს ჩერგოლეიშვილი.
0
0