
ოპოზიციისგან საჭირო გახდა მხოლოდ სიარული 50 კაცის და თითის მიჭერა ღილაკზე. აი, ამაზე მარტივი სამუშაოს შესასრულებლად ხომ არც ერთი დეპუტატი ქართველ ხალხს აქ არ შემოუშვია?!- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე პარლამენტში, საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად მისულ დეპუტატებს.
როგორც იაგო ხვიჩია განმარტავს, კვორუმის არ არსებობა კარგი გზა აღმოჩნდა ე.წ. მავნე კანონების ჩასაგდებად.
"არ ვიცი როგორ გამოვა, რამდენ ხანს ივლის 50 ოპოზიციონერი დეპუტატი და რამდენ ხანს ჩააგდებს "ქართული ოცნება". ფაქტია, რომ ეს ძალიან კარგი გზა აღმოჩნდა, მავნე კანონების ჩასაგდებად. თუ გინდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" კანონები არ მიიღოს და არ უნდა მიიღოს ჩემი აზრით, რა კანონებსაც ღებულობს ხოლმე პერმანენტულად.
ოპოზიციისგან საჭირო გახდა მხოლოდ სიარული 50 კაცის და თითის მიჭერა ღილაკზე. აი, ამაზე მარტივი სამუშაოს შესასრულებლად ხომ არც ერთი დეპუტატი ქართველ ხალხს აქ არ შემოუშვია?! რამდენ ხანს გაძლებენ ისე, რომ სინქრონიზებულად იარონ და "ქართულ ოცნებას" ხელი შეუშალონ მავნებლობაში ვნახოთ,"-აცხადებს იაგო ხვიჩია.
0
0