28/04/2023
11:53
პოლიტიკა
ნებისმიერ შემთხვევაში, კონსოლიდაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, როცა ებრძვი ასეთი ტიპის რეჟიმს, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ განაცხადა.
კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა ოპოზიციის გაერთიანება და ოპოზიციური გაერთიანების საერთო ხმებით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა ხმების გადაწონვა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე პასუხობს, რომ ამაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა.
„მე მგონი, მაგაზე ძალიან ადრეა საუბარი, მოვა მაგის დრო. ნებისმიერ შემთხვევაში, მგონია, კონსოლიდაცია არის მნიშვნელოვანი. რა ტიპით მოხდება ეს კონსოლიდაცია, ამის ფორმულა ჯერ არ ჩანს, მაგრამ მაქეთ წავა პროცესები. მგონია, კონსოლიდაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, როცა ებრძვი ასეთი ტიპის რეჟიმს. რესურსები არის ძალიან მწირი – ყველას უჭირს, არავის ფული არ აქვს, არავის რესურსი არ აქვს, მათ შორის, კოორდინაცია, თუნდაც დეზინფორმაციასთან ბრძოლაში, ცალსახად ძალიან მნიშვნელოვანია. რამე წარმატების ფორმულა თუ ვაჩვენეთ ამ ქვეყნის მოქალაქეებმა, ეს იყო მარტის დასაწყისის მოვლენები, როცა კონსოლიდირებული იყო მთელი პოლიტიკური სპექტრი, მთელი სამოქალაქო სექტორი და, ჯამში, მთელი საზოგადოება. მაგაზე უკეთესი წარმატების ფორმულა ჯერ არ დაგვიდია“, – განაცხადა ზურა გირჩი ჯაფარიძემ.
0
0