06/07/2022
11:44
პოლიტიკა
ოპოზიციის გარკვეული ნაწილი რეკომენდაციებს პოლარიზაციის გაღრმავებისკენ იყენებს - ევროპელობის ასე უკუღმა გაგება აჩვენებს, რომ მთლიანი პროცესის დისკრედიტაცია მოხდეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტია თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან 12-პუნქტიან რეკომენდაციებზე საუბრისას განაცხადა.
„ევროკომისიის რეკომენდაციების პირველი პუნქტი არის, რომ შემცირდეს პოლარიზაცია. პირველი, რაც ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეულმა ნაწილმა გააკეთეს, აიღეს ეს დოკუმენტი და პოლარიზაციის გაღრმავებისკენ იყენებენ. ასე უკუღმა გაგება ევროპელობის, საქართველოს ეროვნული მისწრაფების აჩვენებს, რომ ამის უკან დგას ის, რომ მთლიანი პროცესის დისკრედიტაცია მოხდეს, რომელიც რეკომენდაციების შესრულებას უკავშირდება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მმართველი გუნდი 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას იწყებს.
0
0