31/10/2024
23:26
პოლიტიკა
ოპოზიციის ბულინგი, „ფეისბუქზე“ იქნება თუ სატელევიზიოში, საერთო საქმეს არ შველის. მოვუწოდებ ყველას, კონკრეტული წინადადებები მოგვეცით, უფრო მეტის გაკეთებას თუ გვთავაზობთ, სიამოვნებით მივიღებთ, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
ხაზარაძის თქმით, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ერთობა, ერთიანობა და კონსტრუქციული კრიტიკა.
„ქართველი ხალხის, სიმართლის გვერდზე და ავანგარდში დგას ოპოზიცია. ამიტომ, მათი ბულინგი, „ფეისბუქზე“ იქნება, კომენტარებში, თუ სატელევიზიოში, კი ავიტანთ, მაგრამ საერთო საქმეს არ შველის. მოვუწოდებ ყველას, ბულინგი კი არა, კონკრეტული წინადადებები მოგვეცით, თუ უფრო მეტის გაკეთებას გვთავაზობთ, სიამოვნებით მივიღებთ. პრობლემა კი არ არის, ჩვენ რაც ლანძღვა და ბულინგი გავიარეთ – პოლიტიკაში რომ ხარ, უნდა იცოდე, რომ ეს ამის ნაწილია, მაგრამ ახლა ლაპარაკია ძალიან სერიოზულ საკითხზე, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ერთობა, ერთიანობა და კონსტრუქციული კრიტიკა, კონკრეტული წინადადებები – ეს გააკეთეთ, ის გააკეთეთ, მოდით, შტაბი გვაქვს გახსნილი, მობრძანდით, გვერდში დაგვიდექით. ორ და სამ დღეში ეს საკითხი არ გადაწყდება. ამას სჭირდება სიმტკიცე, გამბედაობა, მოთმინება და ურყევი ნება, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ გადავტეხოთ რუსული ხელისუფლება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
0
0