რადიკალურ ოპოზიციას თვეების განმავლობაში ზარზეიმი ჰქონდა, თითქოს საქართველოს საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღება მოხდებოდა და დღის წესრიგში იქნებოდა ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადახედვა. ფაქტია, გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული და მხოლოდ პოლიტიკური შეფასებები გაკეთდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
იონათამიშვილმა აღნიშნული კომენტარი ევროპული საბჭოს სამიტის შემდეგ გამოქვეყნებული დასკვნის შეფასებისას გააკეთა.
რატი იონათამიშვილის განცხადებით, საქართველო ევროპული არჩევანის ერთგულია და ამ კურსისთვის „ქართულ ოცნებაზე“ მეტი არავის გაუკეთებია.
„ისტორიას დარჩება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ზრახვები, როგორმე საქართველო და ქართველი ხალხი დააზიანონ, თუმცა საკუთარი ანტიქართული პოლიტიკის ლუსტრაცია მოახდინეს. საქართველო ევროპული არჩევანის ერთგულია და ამ კურსისთვის „ქართულ ოცნებაზე“ მეტი არავის გაუკეთებია“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
0
0