07/10/2024
21:10
ეკონომიკა
2012 წლიდან დღემდე საქართველოში შეიქმნა 700 ახალი საწარმო და 800 გაფართოვდა და გადაიარაღდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობა ახორციელებს პროგრამებს ბიზნესის მხარდაჭერის ხელშეწყობისათვის და სამომავლოდ, დაგეგმილია აღნიშნული პროგრამების გაფართოება, რაც დამატებით ქვეყანაში 70 000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.
„გარდა იმისა, რომ შექმნილი გვაქვს სათანადო გარემო, პოლიტიკური და საკანონმდებლო ჩარჩო ბიზნესის განვითარებისთვის, მთავრობა ახორციელებს პროგრამებს ბიზნესის მხარდაჭერისათვის. არის ყბადაღებული თემა, ოპოზიციას უყვარს ხოლმე საუბარი - სად არის 2012 წელს დაპირებული 100 საწარმოო. მხოლოდ ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების, მათ შორის, „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, 2012 წლიდან დღემდე საქართველოში შეიქმნა 700 ახალი საწარმო და 800 გაფართოვდა და გადაიარაღდა. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, რომელიც ამ პროგრამამ მოიტანა. სამომავლოდ, დაგეგმილია ამ პროგრამების გაფართოება, საერთო ბიუჯეტით შემდეგი 4 წლისთვის - 1.5 მლრდ ლარი. ამ პროგრამით ისარგებლებს 11 000-მდე მეწარმე, გეგმის მიხედვით, გაჩნდება 5 000 ახალი მეწარმე სუბიექტი და მხოლოდ ამ პროგრამების საფუძველზე ქვეყანას დაემატება 70 000 ახალი სამუშაო ადგილი,“- განაცხადა პრემიერმა.
0
0