
ოპოზიციას რატომ აწუხებს კარვების დადგმა? კარავი სიტყვის თავისუფლებისთვის აუცილებელია? კომიკური მდგომარეობა რომ იქმნება, ვერ ვატყობთ? ანუ, სადაც კარვები არ არის, იქ სიტყვის თავისუფლება არ არის? დემონსტრაციისთვის კარავი აუცილებელია? აი, რევოლუციისთვის კი, აუცილებელია, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა და ფსიქოლოგმა რამაზ საყვარელიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისივე განმარტებით, თუ ვინმეს ხელისუფლების შეცვლა უნდა, ეს არჩევნების გზით უნდა მოხდეს, „მაგრამ ამას არც ცდილობენ“.
„მთელს დასავლეთში სიტყვის თავისუფლებაა, მილიონიანი დემონსტრაციებია, იქ კარვებს არ შლიან. აუცილებელია კარავი დემონსტრაციისთვის? აი, რევოლუციისთვის კი, აუცილებელია. განსხვავებას ვხვდებით? 2012 წლამდე ქართული პოლიტიკა ეროვნული მოძრაობის გამოცდილებაზე იყო დაყრდნობილი. ხელისუფლების ყველა ცვლილება რევოლუციური იყო. რევოლუცია ახლაც მზადდება. ხელისუფლების შეცვლა არჩევნებით ერთხელ მოვახერხეთ. გავაგრძელოთ იგივე. კი ბატონო, თუ ხელისუფლების შეცვლა უნდათ, აგერ, ერთ წელიწადში ამის პირობა, არჩევნები იქნება და სცადონ ხელისუფლება არჩევნებით შეცვალონ. არც ცდილობენ და კარვები უნდათ. რატომ? იმიტომ, რომ არჩევნები მოსახლეობის უმრავლესობის გადასაწყვეტია და მოსახლეობის უმრავლესობა არ აწყობთ. მოსახლეობის უმცირესობა, ოპოზიციურად განწყობილები სჭირდებათ, რომლითაც გადატრიალდება ხელისუფლება. ესაა რევოლუცია, მეტი ხომ არაფერი“,- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
0
0