თბილისის საკრებულოს გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, კოტე ზარნაძე, ოპოზიციის მხრიდან “ლაგუნა ვერეს” პროექტის კრიტიკას ეხმაურება და წერს, რომ “ეს პროექტი იქნება დამატებითი იმპულსი სხვა ბიზნესმენებისთვისაც, რომ ჩადონ ქალაქში ინვესტიცია”.
"ახლი შეტევა აქვთ ოპონენტებს დაწყებული ამჯერად ერთ-ერთ მასშტაბურ პროექტზე, რომელიც ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება. პროექტის მიხედვით, სრულად შეიცვლება იქ არსებული მდგომარეობა - უსახური ვულკანიზაციები, დაზიანებული ბენზინგასამართი სადგურები და დაბინძურებული მიმდებარე ტერიტორია - ეს არის მდგომარეობა, რომელიც დღეს არის ამ ტერიტორიაზე. ამის ნაცვლად ჩვენ ამ პროექტით ვიღებთ მილიონიან ინვესტიციას, რომელიც დაეხმარება თბილისს რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბების პროცესში. ეს პროექტი იქნება დამატებითი იმპულსი სხვა ბიზნესმენებისთვისაც, რომ ჩადონ ქალაქში ინვესტიცია, ან არსებულ პროექტებში ჩადონ ფული.
ოპოზიციას კი სხვა რამ სურს, სურს - დაპაუზებული, გაჩერებული, სტაგნაციური თბილისი. რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, რამდენჯერაც არ უნდა დაგვწამონ ცილი, ჩვენ არ დავთმობთ თბილისის განვითარების არც ერთ შესაძლებლობას." - წერს კოტე ზარნაძე.
0
0