02/03/2022
13:51
პოლიტიკა
მისივე თქმით, ეს ხალხი პარტიის მხარდამჭერი არ არის.
„როგორც კი, პარტიული მიმართვები დაიწყეს, ნახეთ, რომ ხალხი დაიშალა. სამწუხაროა, ზოგიერთები ამ ცდუნებას ვერ უძლებენ. ხალხს რომ დაინახავენ, რომელიმე პარტიის მხარდამჭერი ჰგონიათ. ხალხი გამოდიოდა და პოლიტიკოსები თავს იკავებდნენ, რაც იყო სწორი და უფრო ეფექტური. გუშინდელი პროცესი ისევ ბრალდებებში გადაიზარდა, რომ ეს პოლიტიკოსი იმსახურებდა თუ არა გამოსვლას. ოპოზიციამ უნდა გაიაზროს, რომ ის, რაც მისი გაკეთებული, მისი ორგანიზებული და მისი მხარდაჭერის გამომხატველი არ არის, სულ მცირე გაერიდოს და მხარი გვერდიდან დაუჭიროს. პოლიტიკოსები მიკროფონთან მაშინ უნდა მივიდნენ, როცა ხალხს თავად გამოიყვანენ. როცა ხალხი თავად გამოვიდა, მიკროფონთან ან არავინ უნდა მისულიყო, ან ის ხალხი, ვინც იქ იდგნენ, ახალგაზრდები და არა პოლიტიკოსები, რომელთაც ხალხის გამოყვანისთვის არაფერი გაუკეთებიათ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
0
0