06/06/2023
10:49
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის განცხადებებიდან აშკარად იკვეთება, რომ ძალიან აცდენილია რეალობას, ოპოზიცია თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, რა ფორმით გამოვა 2024 წლის არჩევნებზე, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძე გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილის იმ განცხადებას, სადაც ის ამბობს: „ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ, მოვიდნენ და თუ უნდათ, მივეხმარებით, რომ 5-7 პროცენტი მიიღონ, რათა ხვალ, ზეგ იყოს კოალიციური მთავრობა“.
„არ ვიცი, რა ტაქტიკით გამოვლენ არჩევნებზე, ეს მათი გადასაწყვეტია. რამდენად სწორი იქნება, ხაბეიშვილს ვუპასუხოთ, ესეც არ ვიცი. ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის განცხადებებიდან აშკარად იკვეთება, რომ ძალიან აცდენილია არსებულ რეალობას. ოპოზიცია თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, რა ფორმით გამოვა 2024 წლის არჩევნებზე. ცალკე პარტიები იქნებიან, თუ გაერთიანდებიან, ეს მათი გადასაწყვეტია. ერთი რამ ვიცი, რომ ამ ქვეყანაში მომავალი ნამდვილად არ აქვს რადიკალიზმს, ბოროტებას, იმას, რაც ხდებოდა ქვეყანაში 2012 წლამდე. ეს ყველაფერი წარსულია და ამის მთავარი შემოქმედები გახლდათ ზუსტად ის კონკრეტული პარტია და პარტიები, რომლებიც ადრე ერთად იყვნენ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
0
0