26/12/2024
13:32
პოლიტიკა
ოპოზიცია რომ ხელისუფლებაში მოვიდეს, ბულდოზერსაც მიაყენებენ „იმედს“ და სხვა თავისუფალ მედიას, უფრო მეტიც, ეს ბულდოზერი გრანტებით იქნება დაფიანსნებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ყველას კარგად ახსოვს, რა მოხდა უკრაინასა და მოლდოვაში, როდესაც ის ტელევიზიები, რომლებიც გარკვეული ადამიანების აზრს არ ეთანხმებოდნენ, დახურეს ან სახელმწიფოს გადასცეს.
„შეხედეთ, რა უქნეს მედიას მოლდოვაში, უკრაინაში. ტელევიზიები, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ ცალკეული ისტებლიშმენტის აზრს, პირდაპირ აჩუქებინეს ტელევიზიები სახელმწფოსთვის თუ შესაბამისი ჯგუფებისთვის, მაგალითად უკრაინაში. გვეცნობა ხომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა? მოლდოვაშიც ასე დახურეს რამდენიმე ტელევიზია და კრიტიკული აზრი ამით ჩაახშეს. ეს მეთოდები არის ის, რაც ჩვენ 2012 წლამდე ვნახეთ. ბულდოზერითც მიადგებიან და კედელთანაც მიაყენებენ მათ, ვინც არ ეთანხმება, ეს არის ბოლშევიკური მეთოდები. 100 წლის წინაც გარედან მოგვახვიეს თავს ბოლშევიზმი, მაშინაც ტყავის ლაბადიანი ქალებითა და კაცებით. თანასწორობა ბოლშევიკებმა იცოდნენ თუ იცოდნენ, თანასწორა ქალები და თანასწორად კაცები ტყავის ლაბადებით და მაუზერებით დარბოდნენ, მიადგებოდნენ ხან მეცნიერს, ხან პედაგოგს, ხან ხელოვანს, გამოიყვანდნენ სახლიდან და ტროიკები ასამართლებდნენ. დღეს რა ხდება 100 წლის თავზე? ასევე გარედან თავს მოხვეული 21-ე საუკუნის ბოლშევიზმი, ასევე ქალები და კაცები თანასწორობის ლოზუნგით, იმავე სიმბოლურ ტყავის ლაბადებში, რომელიც ახლა ჭრელი ქურთულებით შეიცვალა, მაუზერები მაშხალებმა ჩაანაცვლა და იგივე მეთოდებით მიდგომა, გამოყვანა და ტროიკები, რომლებიც „ფეისბუკზე“ იმართება, რომ ადამიანები გაანადაგურონ. მათ დღეს უბრალოდ არ აქვთ უფლება, ხელში ეჭიროთ იარაღი, თორემ მათ რომ ჰქონდეთ ხელისუფლება, იარაღით დააადგებოდნენ ყველა ადამიანს, არავის დატოვებდნენ შურისძიების გარეშე. ამას ვხედავთ ჩვენ, ეს დაინახა ქართველმა ხალხმა. ტელეკომპანია „იმედთან“ დაკავშირებით მათ განსაკუთრებული აგრესია აქვთ, თქვენ ვერ მოისმენთ ვერცერთი ელჩის, ვერცერთი „ენჯეოს“ განცხადებას, რომელიც დაგიცავთ, რადგან ასეთი არის კონიუქტურა. ზუსტად ასე გაუჩუმდნენ ელჩებიც, „ენჯეოებიც“ და სხვა აქტორებიც უკრაინაში, მოლდოვაში ტელევიზიების დახურვას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
0
0