
“გემუდარებით მყრალებო, რამე ისეთი უკანონო გააკეთეთ, ერთ დღეს რომ ჩაგაქროთ და აღებული პასუხისმგებლობა შევასრულოთ საბოლოოდ” - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატი, დიმიტრი სამხარაძე წერს:
„აყროლებული ქათამი და მისი დაჩმორებული საროსკიპო ტელევიზიების შნირები, უტოპიაში გადავარდნენ. აღარ იციან რა ქნან, მთელი ოპოზიცია მორგად გადაიქცა! ერთადერთი რაზედაც ოცნებობენ, ვინმეს სიკვდილი, წარღვნა, ომი და ქვეყნის გარდაცვალებაა! ამათ შემხედვარე, ვინმეს უჩნდება აზრი, რომ ამ ამყრალებულების ხელისუფლებაში მობრუნებას დავუშვებთ? მანამდე არ აუდგათ გვერდები! ესენი არჩევნებით ხელისუფლებას ვერ დაიბრუნებენ და თუ ძალადობას გაბედავენ, დედებს ვუტირებთ! თუ ამათი კუმირი პრიგოჟინი, 25 ათასი ვაგნერელით მოსკოვს იღებდა, 5000 ქართული ოცნების ჯარისკაცი ალაგმავს მთელს ამ გაფარჩაკებულ ხროვას! ისე 10-ჯერ მეტნი ვართ! 50 000 ქვეყნის პატრიოტი, რომლებმაც საკმარისად მეტი გავაკეთეთ იმისთვის, რომ არც ვიღაც ელჩები და არც კანონი არ გავითვალისწინოთ და ისე ვაგებინოთ პასუხი სისხლით, არეულობით, არჩევნების გარეშე ხელისუფლების ხელში ჩაგდების მსურველ ქათმებს და მათ ტელევიზიებს! გემუდარებით მყრალებო, რამე ისეთი უკანონო გააკეთეთ, ერთ დღეს რომ ჩაგაქროთ და აღებული პასუხისმგებლობა შევასრულოთ საბოლოოდ“- წერს სამხარაძე.
0
0
ვლადიმერ პუტინი ბადრა გუნბას შეხვდა
05/03/2025