10/11/2021
15:47
საზოგადოება
მისი ინფორმაციით, ამ ყველაფრის სათავეშია სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე მას შემდეგ განსაკუთრებით განაწყენდა, რაც პარლამენტმა მის კანდიდატურა უზენაესი მოსამართლის თანამდებობაზე არ დაამტკიცა. ქეთევან მესხიშვილს სასამართლოს რეპუტაციის დასაზიანებლად, სჭირდება არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მათ აზრებს ღიად გააჟღერებს, სწორედ ასეთი ორგანიზაციის თავმჯდომარეა გიორგი მშვენიერაძე და მისი მეუღლე გვანცა წულუკიძე, რომელიც ამავე ორგანიზაციაში მუშაობს.
მშვენიერაძე და ქეთევან მესხიშვილი სრულ კოორდინაციაში არიან და პოლიტიკურ მესიჯებს ქეთევან მესხიშვილს სწორედ მშვენიერაძე უხმოვანებს ფეისბუკის მეშვეობით. ამის ნათელი მაგალითია, როდესაც მესხიშვილის ე.წ. საპროტესტო ფეისბუკპოსტის პარალელურად მშვენიერაძემ 4 ნოემბერს, ასევე, ფეისბუკზე მოსამართლეების ძირითად შემადგენლობას უწოდა „მონა თავგასული ვირთხები“, ხოლო შემდეგ მალევე გააჟღერა მთავარი გზავნილი, რომ მისი აზრით არცერთი მოსამართლე არაა დასატოვებელი თანამდებობაზე. ყველა სახლში გასაშვებია, თუმცა სწორედ აქ იწყება მთავარი: ქადაგიძის ინფორმაციით, მშვენიერაძე მოსამართლეებს ჰპირდება, რომ თუ არ ჩამორჩებიან მოვლენებს და ამბოხი ექნებათ სასამართლოს სიტემის შიგნიდან, ქეთევან მესხიშვილის მეშვეობით ისინი კვლავ დაბრუნდებიან სისტემაში და მათ დაწინაურების პერსპექტივაც ექნებათ. სწორედ ეს პერსპექტივა დაუდასტურა მშვენიერაძემ მოსამართლეებს ფესიბუკპოსტით და მათ ერთგვარი გარანტია მისცა.
„საგულისხმოა, რომ ყველა ამ მოსამართლის გვარი წინასწარ გავლილი და შეთანხმებულია, ისინი გეგმავენ, რომ იმ 20 მოსამართლის გარდა, ვინც მათ ამ ამბოხის დროს მხარში არ დაუდგება, ყველა სახლში გაყარონ. პარადოქსია, თუმცა ეს სია, ცხადია, პერსონალური გვარების დონეზე არის გავლილი და შეთანხმებული რომ დაახლოებით ამ 20 მოსამართლის გარდა (რომლებიც ე.წ. ჯავშანს მიიღებენ), ყველა გასაყრელია სისტემიდან. ის ფაქტი, რომ ოპოზიცია მოქმედი მოსამართლეების რეპრესიებს აანონსებს, თითქმის ყოველდღე ისმის ტელევიზიებიდან მათი სხვადასხვა ლიდერების მხრიდან და ანგარიშსწორებით, რომ ემუქრებიან სასამართლოს, ესეც ცხადია, ყველამ იცის. შესაბამისად, სწორედ ეს ქეთევან მესხიშვილია, რომელიც მშვენიერაძეს და ნაც. მოძრაობას უდასტურებს პირად საუბრებში, რომ მოსამართლეების 99% გასაყრელია. ისინი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, იმუქრებიან, რომ რეპრესიები უნდა ჩაატარონ სასამართლოში და ჩვეული სტილით ძალადობით, დაშინებით (რაც გააკეთეს უკვე 2004-2005 წლებში) სრული კორპუსი გააგდონ სისტემიდან და დაიტოვონ მხოლოდ ის 20-იოდე მოსამართლე ვინც მას ახლა მხარში დაუდგება“, - აღნიშნავს ქადაგიძე.
როგორც ქადაგიძე წერს, ამ პროცესში ჩართულია გიორგი მშვენიერაძის მეუღლე გვანცა წულუკიძე, რომელიც აჯანყების ტექნიკურ უზრუნველყოფაშია ჩართული.
„როდესაც რაიმე კრიტიკული პოსტის გამოქვეყნება ხდება, რომელიმე მოსამართლის მხრიდან, წულუკიძე პოსტს საკუთარ ფეისბუკგვერდზე აზიარებს, მაგალითად ღამის 2-3 საათზე, რაც ადასტურებს იმას, რომ მას აბარია „უწყინარი პროტესტის“ ოპერატიული გაშუქება და აქაც ცხადია მესხიშვილებთან კოორდინაციაში ხდება ეს ყოველივე“, - წერს ქადაგიძე.
0
0