19/11/2021
10:03
პოლიტიკა
საპროტესტო მსვლელობები 19 ნოემბერს სამ სხვადასხვა ლოკაციებზე უნდა გამართულიყო, თუმცა გეგმები მესამე პრეზიდენტის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ შეიცვალა.
„ხელისუფლება მზადაა, რომ დატყვევებული ადამიანი მოკლას. მოკლას არა საავადმყოფოში, არა ციხეში, არამედ იქ, სადაც მოისურვა ბიძინა ივანიშვილმა, ეს არ არის ციხე, ეს არის რაღაც შენობა. ივანიშვილმა არ შეისმინა ყველაზე გამოცდილი ექიმების კომპეტენტური რჩევები, დარიგებები, მათ მიერ გაკეთებული მძიმე პროგნოზები. აქედან გამომდინარე ქვეყნის ისტორიის ამ მნიშვნელოვან მომენტში საჭიროა სრული მობილიზაცია. ჩვენ ხვალისთვის 3 ლოკაციაზე დაგეგმილ მანიფესტაცია-მსვლელობას ვაუქმებთ და ხვალ ყველას, ვისაც სჯერა, რომ შიმშილობა შიმშილობაა, ვისაც სჯერა, რომ ამ ყველაფერში ჩართულია რუსეთის სპეცსამსახურები, ვისაც სჯერა, რომ ქვეყნის თავისუფლება და ღირსება არის ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ, გელოდებით 3 საათზე რესპუბლიკის მოედანზე“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
0
0