16/09/2022
15:36
პოლიტიკა
“ქართულ ოცნებას” აქვს ორი არჩევანი, ან ასრულებენ ამ დოკუმენტს, ან სამარეს გავუთხრით და წავალთ, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა ხელისუფლების მიერ 12 პუნქტიანი გეგმის დოკუმენტის შესრულების აუცილებლობაზე.
“შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ თეთრი კვამლი ამოვიდა. სამშაბათს გამოვაქვეყნებთ სამოქალაქო სექტორთან შეჯერებულ დოკუმენტს, რაც არის გადამწყვეტი მნიშვნელობის. ჩვენ, ყველა ვართ საერთო პოზიციაზე, რაც შეიძლება სწრაფად გვინდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება. ოპოზიცია სამოქალაქო სექტორთან ძალიან ბევრ კომპრომისზე წავიდა, იმისთვის, რომ მინიმუმზე მინიმუმი პაკეტი დადებულიყო, რისი შესრულებაც დეკემბრამდე არის შესაძლებელი. რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის კანონს, ჩვენ მძიმე დისკუსია გვქონდა, მაგრამ გავიზიარეთ სამოქალაქო სექტორის პოზიცია და სავარაუდოდ, კანონპროექტი არ დარეგისტირდება ჩვენი მხრიდან პარლამენტში. თუმცა, ჩვენ გავასაჯაროებთ და საერთო დისკუსიებს დავიწყებთ იმ პრინციპებზე, რაც საფუძვლად უნდა ედოს სამართლებრივად დეოლიგაქრიზაციის შესაძლებლობებს”, - განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, იმ ყველა პოზიციაზე, რაზეც სამშაბათს შეჯერებული დოკუმენტი გამოქვეყნდება, ერთ პოზიციაზე იქნება სამოქალაქო სექტორი, ოპოზიცია, ქართველი ხალხი და მეორე მხარეს არის პრორუსული “ქართული ოცნება”. “მათ აქვთ ორი არჩევანი, ან ასრულებენ ამ დოკუმენტს, ან სამარეს გავუთხრით და წავალთ”,- აცხადებს გიორგი ვაშაძე.
0
0