27/09/2024
11:04
პოლიტიკა
“ოპოზიცია არ აწარმოებს წინასაარჩევნო კამპანიას, რადგან კარგად ესმის რომ დამარცხდება. არჩევნების გზით ვერ მოხდება ხელისუფლების ცვლა, ამიტომ დარჩენილი სახელმწიფოებრივი გადატრიალების გზა - ევრომოაიდანის გამეორება. უცხოეთიდან დაგეგმილი გადატრიალების ქრონიკა დაწყებულია. საინფორმაციო დონეზე უკვე დაწყებულია გაშავება, როგორც ხელისუფლების, ისე საარჩევნო კომისიის.”- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ისტორიკოსმა ნუკრი შოშიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა:
"ოპოზიცია არ აწარმოებს წინასაარჩევნო კამპანიას, რადგან კარგად ესმის რომ დამარცხდება. არჩევნების გზით ვერ მოხდება ხელისუფლების ცვლა, ამიტომ დარჩენილი სახელმწიფოებრივი გადატრიალების გზა - ევრომოაიდანის გამეორება. უცხოეთიდან დაგეგმილი გადატრიალების ქრონიკა დაწყებულია. საინფორმაციო დონეზე უკვე დაწყებულია გაშავება, როგორც ხელისუფლების, ისე საარჩევნო კომისიის.
ცნობილი ბლოგერები, რომლებიც გეოპოლიტიკაზე წერენ (ჯონი ჰარისი და სხვები) ჩამოსულები არიან და ამტკიცებენ, რომ ხელისუფლება პრორუსულია. სხვადასხვა წყაროთი მოდის ინფორმაცია, რომ საკმაოდ დიდი თანხებია ჩადებული აქცების მოწყობაში (40 მილიონი - 20 დღეზე).
პრეზიდენტი ქართიას აქვეყნებს, რაც რეალურად არის ანტიკონსტიტუციური და მეორე მხრივ დოკუმენტი, რომელსაც გადატრიალება დაეყრდნობა.
პრინციპი მარტივია, არჩევნების შემდგე, უცხოეთიდან იტყვიან რა, რომ არჩევნები გაყალბდა, პრეზიდენტი იტყვის, რომ ამიერიდან ისაა ლეგიტიმური ხელისუფლება, რადგან დასავლეთი მას ელაპარაკება და ამიტომ ტექნიკური მთავრობა უნდა შექმნას (სავარაუდოდ ენჯეოშნიკებისგან).
როგორც ევრომოედანზე, პოლიტიკური ლიდერების და პარტიების სისუსტეს არაფერი შუეცვლია, აქაც დაახლოებით იგივე მცდელობა იქნება. კორდინაციაში, აჯანყებსი დაგეგმაში მთავარ როლს ენჯეოები შეასრულებენ, რომლებსაც წლებია საერთო ჯამში 2 მილიარდი აქვთ მიღებული და გამართული ინფრასტრუქტურა და ერთმანეთში ორგანიზებული კორდინაცია აქვთ. რეალური არეულობები მათი ხელით მოხდება.
აკერმანის მიერ დატრენინგებულები, გადატრიალების სახელმძღვანელოში ყველა პუნქტს შეასრულებენ. იქნება ახალგაზრდებიც, იქნება ავტომაიდანი (ჩვენ შემთხვევაში ბაიკერები), იქნება ყვეავილებიც, იქნება ყველა ის რაც უკვე მრავალგზის გამოყენებულია.
ამის გარდა იქნება გარე ზეწოლაც. თუ კი ჩათვლიან საჭიროდ, რომ რევოლუციის მოსახდენად უვიზო მიმოსვლის გაუქმებაა საჭირო, ამასაც იზავენ. ყველანაირი ზეწოლა იქნება, აბსოლუტურად ყველანაირი.
რა არის ამის მიზეზი? - კონკრეტული ქვეყანა, შენ ქვეყანაში უნდა მართავდეს:
1. სასამართლო სისტემას - ყველას გვესმის, რომ მურუსიძესთან პრობლემა მაშინ გაუჩნდათ, როდესაც სასამრათლო, პროკურატურა მათი გავლენიდან გამოვიდა, როდესაც მათი გავლენის ქვეშ იყო, პრობლემა არ იყო.
2. საინფორმაციო ველი უნდა იყოს ერთფეროვანი - ის ყველა ალტერნატიული ტელვიზია, თუ სოცმედია რომელიც გაჩნდა და რომელმაც რეალურად დაჯაბნა მათი ტელევიზიები, უნდა გაქრეს და დარჩეს მხოლოდ ე.წ ლიბერალური ან გინდათ "კრიტიკული" მედია, რომელიც არასდროს არ იქნება კრიტიკული კოლაბორაციულ მთავრობის.
3. ენჯეოკრატია სამარადჟამოდ უნდა იყო პრივილეგირებული - მათი რიგებიდან უნდა ივსებოდეს სამინისტროები, ისინი უნდა ამუშავებდნენ პოლიტიკებს და ა.შ ეს ენჯეოები კი ბუნებრივია დამკვეთებზე იქნებიან მიბმულნი. ეს იქნება პრივილეგირებული კლასი, ყველა გაგებით.
4. მათ ხელში უნდა იყოს პოლიტიკური სპექტრი - ყველა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ეროვნული ინტერესებით მოქმედებს უნდა გამოცხადდეს მოღალატეობრივად, ჩამორჩენილად, რადიკალ ნაციონალისტად და რუსეთუმედ.
5. საზოგადოებრივ ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი, იქნება ეს ინტელექტუალური ცხოვრება თუ კულტურა მათ ხელში უნდა იყოს - დღესაც კი მათია, ყველა ჯიბეში ჰყავთ გრანტების სისტემის მეშვეობით.
6. მმართველ კლასში უნდა არსებობდეს დიდი ნაწილი ხალხის, რომელიც უშუალოდ შენ ხელშია და რომელიც შიდა დივერსიებით იქნება დაკავებული (გახსოვთ ალბათ ოცნებაში რომ იყვნენ ე.წ ენჯეოშნიკები, რომელთა ფუნქციაც სწორედ ეს იყო)
7. საქართველო გეოპოლიტიკურ ინსტრუმენტად უნდა იქცეს, რომელსაც როგორც უდნათ ისე გამოგიყენებენ. უბრალოდ რაღაცაში არ დათანხმებაც კი მიუღებელია. ყველაფერი ისე უნდა იყოს, რასაც გარედან იტყვიან. არანაირი მოლაპარაკება, ურთიერთობის ფორმა მარტივი - გეტყვით - გააკეთებთ.
და ბოლოს ამ ყველაფერში სასაცილო ისაა, რომ რუსეთი მათი ხელით საკუთარ გეოპოლიტიკურ მიზნებს კავკასიაში განახორციელებს. რუსეთის წინააღმდეგ შექმნილი ძალა, ლანგრით მიართმევს ქვეყანას რუსეთს, ოღონდ მერე რაღაც უცნაურ ნარატივს შექმნიან და გვეტყვიან, რომ სინამდვილეში კი არ დავმარცხდით და გავნადგურდით, არამედ რაღაცნაირი მორალური გამარჯვება მოვიპოვეთ და ვინც ამას არ ეთანხმება ყველა რუსეთუმეა." - წერს შოშიაშვილი
0
0