
ოპოზიცია ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებს, ანალოგიური მოხდა უკრაინაში 2013/2014 წლებში ევრომაიდანზე, - ამის შესახებ "New Eastern Europe" - ის ჟურნალისტი და ექსპერტი საქართველოსა და სამხრეთ კავსასიის ქვეყნებში, ვოიცეხ ვოიტასევიჩი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე წერს.
„ჩემი ანალიტიკური ცხვირით (უნარებით) ვგრძნობ, რომ საქართველოში დიდი გარიგება მიმდინარეობს. თუ უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირისგან წევრი ქვეყნის სტატუსს მიიღებენ (ასეთი იყო მაკრონის, შოლცის, დრაგისა და იოჰანისის მიერ გაკეთებული განცხადებები კიევში) და საქართველო ვერ მიიღებს, მაშინ ქართველები აუცილებლად გამოვლენ ქუჩაში.
ოპოზიცია ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებს. ანალოგიური სიტუაცია მოხდა უკრაინაში 2013/2014 წლებში ევრომაიდანზე. ამას ემატება ის, რომ ე.წ. გავრილოვის ღამიდან მესამე წელი გადის. ვფიქრობ, საინტერესო დღეები გველოდება საქართველოში, რომელიც ქვეყანაში საკვირველ ცვლილებებს მოიტანს", - წერს "ტვიტერზე" New Eastern Europe - ის ჟურნალისტი.
0
0
იაპონიაში ტყის ხანძარს ებრძვიან
04/03/2025