
“ქართული ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ზარქუა საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს:
“მე ასეთი გრადაცია მაქვს, რომ ოპოზიცია იყოფა - არიან რადიკალი ხელმოცარულები, არიან კონსტრუქციულები და არიან ჩახდილები. რადიკალ ხელმოცარულებსა და ჩახდილებს საერთო ინტერესი აქვთ - ქაოსი და პარლამენტში არეულობა მოაწყონ. ახლა კი უნდათ, საარჩევნო ბარიერი 2%-მდე დაიყვანონ, რომ საკანონმდებლო ორგანოში უფრო მეტი ხელმოცარული იყოს. საქართველოს ინტერესებში არ შედის, რომ ხელმოცარულები და ქაოსისა და არეულობის მომხრეები პარლამენტში შევიდნენ.” - ამბობს ირაკლი ზარქუა.
ცნობისთვის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის 2022 წლის განცხადებით, თუ საქართველო დეკემბერში ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსს მიიღებს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემითა და 2%-იანი ბარიერით ჩატარდება.
0
0