18/03/2023
19:02
პოლიტიკა
“ოპოსპიკერებს არ უხსენებიათ, რომ საქართველო იყო იმ 38 ქვეყანას შორის, რომლის მიმართვის საფუძველზეც ჰააგის სასამართლომ რუსეთის ომის დანაშაულების გამოძიება დაიწყო”, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს, რითაც იგი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება.
„პუტინთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებაზე ერთი ამბავი რომ ჰქონდა ატეხილი ოპოსპიკერებს, არავის უხსენებია, რომ საქართველო იყო იმ 38 ქვეყანას შორის, რომლის მიმართვის საფუძველზეც ჰააგის სასამართლომ რუსეთის ომის დანაშაულების გამოძიება დაიწყო (მოლდოვა ამ მიმართვას არ შეუერთდა). ეს ორდერიც ამ გამოძიების შედეგია! ტრადიციულად, რადიკალური ოპოზიცია ამ თემაზეც სპეკულირებს…“, - წერს ნინო წილოსანი.
0
0