
ფილმის, Rust-ის გადასაღებ მოედანზე ოპერატორის, ჰალინა ჰატჩინსის იარაღით შემთხვევით სასიკვდილო დაჭრის გამო მსახიობს, ალეკ ბოლდვინს ბრალს ამ თვის ბოლომდე წაუყენებენ.
ბრალს ასევე წაუყენებენ იარაღის სპეციალისტს, ჰანა გუტიერეს რიდს.
"არავინ დგას კანონზე მაღლა და ყველა იმსახურებს სამართლიანობას", – აღნიშნა სანტა-ფეს ოლქის პროკურორმა, მერი კარმაკ-ალტვისმა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბოლდვინსა და რიდს 18 თვემდე პატიმრობა და $5000-ის ოდენობით ჯარიმა ემუქრებათ. გარდა ამისა, პროკურორების თქმით, შემთხვევას ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს.
მიუხედავად იმისა, რომ სროლის შედეგად რეჟისორი ჯოელ სოუსაც დაიჭრა, პროკურორები აღნიშნავენ, რომ რიდსა და ბოლდვინს ბრალს დამატებით ამ შემთხვევის გამო არ წაუყენებენ.
როგორც ცნობილია, 2021 წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ სანტა-ფეში, ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე უბედური შემთხვევა მოხდა. მსახიობ ალეკ ბოლდვინის მიერ გასროლილ იარაღს, 42 წლის ოპერატორის, ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეეწირა, ასევე დაშავდა რეჟისორი ჯოელ სოუსა.
0
0