
“ოპერაცია საჰაერო ბურთი” დასრულდა. შეერთებულმა შტატებმა ჩინური სადაზვერვო საჰაერო ბურთი ჩამოაგდო. პროცესი ამერიკული მედიის პირდაპირ ეთერში გადაიცა.
არსებული ინფორმაციით, ბურთი ჩამოაგდეს ატლანტიკის ოკეანის თავზე, ის, სავარაუდოდ, შეერთებული შტატების ტერიტორიულ წყლებშია. ვაშინგტონი იმედოვნებს, რომ აპარატი მოიძებნება და შეისწავლება.
ცნობისთვის, პენტაგონმა გუშინ განაცხადა, რომ აშშ-ის საჰაერო სივრცეში ჩინური სათვალთვალო საჰაერო ბურთი დააფიქსირეს. მოგვიანებით კი გაავრცელეს ინფორმაცია, რომ საჰაერო ბურთი ლათინური ამერიკის თავზეც გამოჩნდა. ინციდენტის გამო, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ჩინეთში დაგეგმილი ვიზიტი გადადო.
აშშ-ის ამ განცხადებას დღეს დილით პეკინი გამოეხმაურა. “ჩინეთს არასდროს დაურღვევია არცერთი სუვერენული ქვეყნის ტერიტორია და საჰაერო სივრცე”, - აცხადებდა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
0
0