08/01/2025
11:25
მსოფლიო
Openai-ს აღმასრულებელი დირექტორის სემ ალტმანის დამ, ენ ალტმანმა, აშშ-ის საოლქო სასამართლოში [მისურის აღმოსავლეთ რაიონში] მის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, რომელშიც ნათქვამია, რომ სემ ალტმანი 1997 წლიდან 2006 წლამდე მას სექსუალურ შეურაცხყოფას აყენებდა. აღნიშნული დროისთვის, ენ ალტმანი 3 წლის, ხოლო სემ ალტმანი 12 წლის იყო.
სარჩელში მოთხოვნილია ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესის წარმოება და კომპენსაციის თანხა - 75,000 აშშ დოლარი.
X-ზე გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, დედასთან და ორ ძმასთან ერთად, სემ ალტმანმა ეს ბრალდება უარყო და თქვა: ,ეს ყველა ცრუ ბრალდებაა. ზრუნვა ოჯახის წევრზე, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოწვევების წინაშე დგას, წარმოუდგენლად რთულია. ეს მდგომარეობა უდიდეს ტკივილს გვაყენებს მთელ ოჯახს.’’
როგორც BBC-ი წერს, ენ ალტმანმა ძმის წინააღმდეგ მსგავსი ბრალდებები X-ზე მანამდეც გააჟღერა.
სემ ალტმანი ტექნოლოგიის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მაღალპროფილური ფიგურაა. 2022 წლის ბოლოს, Openai-მ შექმნა Chatgpt Generative Artificial Intelligence (AI) Chatbot-ის სასაუბრო სისტემა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მოწინავე ტექნიკას ეფუძნება.
0
0