-share.jpg)
სამხედრო ექსპერტი, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, კობა ნაყოფიას გადაწყვეტილებას, პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეობის პოსტის დატოვებაზე.
„ოოო, დიდი ამბებია საყველიეში, დიდი!
ჩრდილოვანმა პოლიტსაბჭომ ყველა ჩამოალაბორანტა.
მეგონა ნაყოფია შეუნარჩუნებდა.
ოფისშიც დიდი ამბებია. თურმე კაბინეტებში სელფებს იღებენ. მოკლედ, ნაცმოძრაობა აღარაა საინტერესო. ნელ-ნელა ქვეყანა უნდა გადაერთოს სხვა თემებზე. მეტი ვისაუბროთ საქმეზე, პრობლემებზე.
თუმცა, ესენი ძიძგილაობას არ შეეეშვებიან. დიდი ფულადი რესურსები აქვთ. თავის აწევის საშუალება არ უნდა მიეცეთ და ყველაფერზე გაეცეთ პასუხი“, - წერს სალუქვაძე.
ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, კობა ნაყოფიამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ტოვებს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს და პოლიტსაბჭოს.
0
0