
იუმორისტმა, ონისე ოქრიაშვილმა, რომელსაც დღეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, კლინიკა დატოვა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შესაძლოა, მასზე თავდასხმა ბოლო არ იყოს, თუმცა "ქართული კულტურა ბრძოლაში უკომპრომისო იქნება”.
"ნოდარ დუმბაძე, ალბათ, ძალიან იამაყებდა ამ საქციელით, რომ ოთხმა ადამიანმა ჩამქოლა ჩასაფრებით. მთელი დღე გარეთ ვიყავი და მაინც და მაინც შუა ღამეს, ჩამისაფრდნენ სახლთან და ჩამქოლეს. ეს ახალი არაა. მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო სხვა კომიკოსებს, ვისაც იგივე ჩასაფრება მოუწყეს "ქართული ოცნების” დაქირავებულმა "ტიტუშკებმა”. შეიძლება ჩემი შემთხვევა ბოლო არ იყოს და კიდევ გინმეს გაუსწორდნენ ასე, მაგრამ ზუსტად ვიცი, ქართული კულტურა, "სთენდაფი”, კინო, ლიტერატურა, უკომპრომისო იქნება ამ ბრძოლაში და გავაგრძელებთ იმას, რასაც ვაკეთებდით. გელოდებით ჩვენს "სთენდაფებზე”, რომ ამ ავბედითი ყოფიდან ყურადღება გადავიტანოთ და ვიცინოთ ხოლმე”,- განაცხადა ონისე ოქრიაშვილმა.
0
0