-share.jpg)
რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით "ნატოს საიდუმლო გეგმების გაჟონვის" ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
როგორც Sky News-ი წერს, როგორც ჩანს, ინტერნეტში გაჟონა საიდუმლო ინფორმაციამ, რომლებიც ასახავს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ნატოს სხვა მოკავშირეების მცდელობებს უკრაინის სამხედრო ძალების გასაძლიერებლად რუსული ჯარების წინააღმდეგ ახალი შეტევის დაწყებამდე.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი იძიებს, თუ ვინ არის პასუხისმგებელი პოტენციურად საზიანო გაჟონვაზე, რომელიც გულისხმობს Twitter-სა და Telegram-ზე გამოქვეყნებულ საიდუმლო სამხედრო დოკუმენტების „სკრინშოტებს“.
The New York Times-მა, რომელმაც პირველად გაავრცელა აღნიშნული ინფორმაცია, ციტირებს სამხედრო ანალიტიკოსების განცხდებებს, რომ არქივი, როგორც ჩანს, შეცვლილია გარკვეულ ნაწილში, რაც შეიძლება მიუთითებდეს მოსკოვის მიერ დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობაზე.
გაზეთ The Wall Street Journal-ის კორესპონდენტმა იაროსლავ ტროფიმოვმა აღნიშნა, რომ რუსულმა პროპაგანდისტულმა არხებმა, როგორც ჩანს, სულ მცირე, ერთ-ერთი დოკუმენტის თავდაპირველი ფორმა Photoshop-ის პროგრამით დაამუშავეს. იაროსლავ ტროფიმოვმა აღნიშნა, რომ უკრაინელების მსხვერპლისა და სამხედრო აღჭურვილობის დანაკარგების მნიშვნელოვანი ზრდისა და რუსეთის სამხედრო ზარალის მასიური შემცირების შესახებ ინფორმაცია მოულოდნელად დაფიქსირდა.
საიდუმლო დოკუმენტების მოპარვისა და მათი გაჟონვის აქტი, ცვლილებებით ან მის გარეშე, საინფორმაციო ომის დიდი ხნის იარაღს წარმოადგენს, რომელიც შექმნილია მოწინააღმდეგე მხარის ძირის გამოსათხრელად.
როგორც Sky News-ი წერს, უკრაინის საბრძოლო გეგმებისა და მისადმი დასავლეთის მხარდაჭერის შესახებ ინფორმაციის გაჟონვა ინტერნეტში რუსეთს სარგებელს მოუტანს. სავარაუდოდ გაჟონილი საიდუმლო მასალები თებერვლის ბოლოთი და მარტის დასაწყისით თარიღდება. ინფორმაცია არ აკონკრეტებს თარიღებს ან დეტალებს უკრაინის მოსალოდნელი საგაზაფხულო შეტევის შესახებ ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში, თუმცა მოცემულია მინიშნებები იმის შესახებ, თუ რა სახის სამხედრო ფორმირებების შექმნაში ეხმარებიან დასავლელი მოკავშირეები თავიანთ უკრაინელ პარტნიორებს.
The New York Times-მა განაცხადა, რომ აშშ-ის ოფიციალური პირები სოციალური მედიის საიტებიდან საიდუმლო მასალების ამოღებას ცდილობდნენ.
0
0
იაპონიაში ტყის ხანძარს ებრძვიან
04/03/2025